Saturday, March 4, 2017

მე-4 მოდულის რეფლექსია

ამ მოდულის გავლამ მასწავლა, მეწყვილისთვის გამეზიარებინა სასწავლო პროექტის პორტფლიოს პრეზენტაციები და განმესაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დადგენის ფორმები...შემეფასებინა ინტერნეტრესურსები; გამეუმჯობესებინა სასწავლო პროექტის გეგმა. დამეგეგმა ინტერნეტთანამშრომლობის გამოყენება.

მე-3 მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სასწავლო პროცესზე,კერძოდ,გავიგე,თუ რა არის და როდის წარმოიშობა საავტორო უფლებები, რა შემთხვევაში არ არის დაცული საავტორო უფლებები, რა ფაქტორები განსაზღვრავს მასალის ლეგიტიმაციას.
გავეცანი მითითებებს ლეგიტიმური გამოყენების პრინციპების შენარჩუნებისთვის. განვსაზღვრე საავტორო უფლებებით დაცული მასალის სათანადოდ გამოყენება მომავალში.

მე-2 მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. უკეთ შემეფასებინა ის მიზნები,რომლებიც მაღალ სააზროვნო დონეს შეესაბამებოდა. განმესაზღვრა სტრატეგიები სასწავლო პროექტის პორტფოლიოზე მუშაობისას.

1-ლი მოდულის რეფლექსია

 ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
შესაძლებლობა მომეცა,  გავცნობოდი სასწავლო პროექტის შაბლონს,რომელიც განსაზღვრავს სასწავლო პროცესს.  პორტფოლიოს  სტრუქტურასა და კომპონენტებში გარკვევა დამეხმარა,შემექმნა საქაღალდეების ანალოგიური სტრუქტურა ჩემი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე. გავიაზრე,როგორ ინტეგრირდება პორტფოლიოს თითოეული ნაწილი პროექტის გეგმის შაბლონში .
პორტფოლიოს ჩეკლისტში გარკვევა მთელი კურსის განმავლობაში საკუთარი პროგრესის შეფასებაში დამეხმარება.